ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

კონფერენცია „თანამედროვე ბიზნესი: სიახლეები, პრობლემები“

კონფერენცია „თანამედროვე ბიზნესი: სიახლეები, პრობლემები“
3 ოქტომბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე ბიზნესი: სიახლეები, პრობლემები“. ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თბილისის მერი, თსუ პროფესორი დავით ნარმანია; საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე,  პროფესორი ელენე ხარაბაძე  და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, თსუ სტუდენტები, პროფესორები , მოწვეული სტუმრები.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ჩვენი უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის კათედრას შეუსრულდა 80 წელი. ეს მნიშვნელოვანი თარიღია, ეს არის გარკვეული ეტაპი ეკონომიკის ფაკულტეტის ცხოვრებაში და ბუნებრივია, რომ ეს ღისშესანიშნავი თარიღი უნდა აღნიშნულიყო კონფერენციით. სწორედ დღეს ტარდება საერთაშორისო კონფერენცია, ჩამოსული არიან სტუმრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ვფიქრობ, რომ კონფერენცია იქნება საინტერესო, წარმატებული განსაკუთრებით სტუდენტი ახალგაზრდობისთვის, რადგან მათ მიეცემათ  შესაძლებლობა ეზიარონ ამ თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებს.“
„მნიშვნელოვანი კონფერენციაა და აუცილებელია სამეცნიერო წრეების, სამეცნიერო საზოგადოების , სტუდენტების, დოქტორანტების  მონაწილეობა ისეთი საკითხების განხილვაში, რომელსიც ამ  კონფერენციაზეა გათვალისწინებული. თბილისის მერია თავის მხრივ თსუ-სთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს და გარდა ამისა, ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით საინტერესო ღონისძიებებს ვგეგმავ,“-აღნიშნა თბილისის მერმა, თსუ პროფესორმა დავით ნარმანიამ.
კონფერენცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის 80 წლის იუბილეს ეძღვნება და მის მუშაობაში მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერი, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. კონფერენცია 3 დღეს გასტანს.
სხვა სტატიები »