ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, CERN -ს ესტუმრა

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, CERN -ს ესტუმრა
31 ივლისი, 2014
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ქართულ დელეგაციასთან ერთად, ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) ესტუმრა.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს CERN–ის გენერალურ დირექტორთან, პროფესორ როლფ ჰოიერთან; საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროს რუდიგერ ვოსთან; ტექნოლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან უოლკერ მერტენსთან; განათლების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან როლფ ლანდუასთან და სხვა წარმომადგენლებთან. 

პროფესორმა  როლფ ჰოიერმა წარმოადგინა ის გზა, თუ როგორ შეიძლება გახდეს საქართველო CERN–ის ასოცირებული წევრი იმ წვლილის გათვალისწინებით, რომელიც ქართველ მეცნიერებს და ინჟინრებს CERN–ის პროექტებში მიუძღვით.   

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი მერაბ ელიაშვილი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია;  პროფესორი ავთანდილ თავხელიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან; საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჟენევაში, შალვა ცისკარიშვილი. 


 
  

სხვა სტატიები »