ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გერმანელ მეცნიერს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

გერმანელ მეცნიერს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
9 ივლისი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა პროფესორ ოტო შულტს.  საპატიო დოქტორის წოდება გერმანელ მეცნიერს თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა.

7 ივლისს თსუ-ში რიგით მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში – ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა გაიხსნა. სკოლა-სემინარში ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობენ გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რამდენიმე ინსტიტუტის დირექტორი და წამყვანი სპეციალისტი, ასევე პროფესორები ბონის, მიუნსტერის, კიოლნის, აახენისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტებიდან.

სკოლა-სემინარის მიმდინარეობისას პროფესორმა ოტო შულტმა წაიკითხა  საჯარო ლექცია – „საერთაშორისო თანამშრომლობა, მეცნიერებით გაღვივებული და პოლიტიკით შეზღუდული – ცხოვრების ბედნიერი წლები“. ღონისძიებაზე ფიზიკის     დოქტორ ანდრო კაჭარავასა და პროფესორ მიხეილ ნიორაძეს გადაეცათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლები ქართულ-გერმანულ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის.
მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში 12 ივლისს დასრულდება.
სხვა სტატიები »