ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ პროფესორის მონოგრაფიის საერთაშორისო წარმატება

თსუ პროფესორის მონოგრაფიის საერთაშორისო წარმატება
20 ივნისი, 2014
ცნობილმა საერთაშორისო გამომცემლობამ Springer ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორ გია სირბილაძის მონოგრაფია ”ექსტრემალური ფუზი დინამიური სისტემები. თეორია და გამოყენება” გამოსცა (Gia Sirbiladze, Extremal Fuzzy Dynamic Systems. Theory and Applications).

წიგნი ეფუძნება ავტორის მიერ უკანასკნელი წლებში გამოქვეყნებულ საერთაშორისო პუბლიკაციებს ფუნდამენტური ინფორმატიკის დარგში, კერძოდ, ექსპერტული ცოდნის ნაკადების მოდელირებაში.  მონოგრაფიაში წარმოდგენილია ახალი მიდგომა ბუნებასა და საზოგადოებაში მიმდინარე რთული და ექსტრემალური  ევოლუციური პროცესებისა და საექსპერტო ცოდნის ნაკადების შესასწავლად. გამოცემას თან ერთვის პროგრამული პროდუქტი – გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი ინტელექტუალური სისტემა.

წიგნი განკუთვნილია არამკაფიო სტატისტიკის და არამკაფიო პროცესების მოდელირების დარგში მომუშავე მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის, რომლებიც სწავლობენ ანომალურ და ექსტრემალურ პროცესების დინამიკას ბუნებასა და საზოგადოებაში. წიგნი დააინტერესებს შესაბამისი სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებსაც.

წიგნის შეძენა შესაძლებელია ინტერნეტ-მაღაზიის www.amazon.com საშუალებით, ასევე სხვადასხვა  საერთაშორისო  გამომცემლობებში. გამოცემიდან დღემდე წიგნის მომხმარებელთა რიცხვმა 2000–ს გადააჭარბა. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რაც კვლევითი თემატიკის აქტუალობასა და მოცემული შედეგების მნიშვნელობაზე მიანიშნებს.
სხვა სტატიები »