ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტების ვიზიტი ტრომსოს უნივერსიტეტში

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტების ვიზიტი ტრომსოს უნივერსიტეტში
10 ივნისი, 2014
2012 წლიდან თსუ მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარეობს განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიის  საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტი: „სადოქტორო   პროგრამები ჯანდაცვაში: სწავლების მესამე ციკლის ნორვეგიული გამოცდილება საქართველოსთვის.’’

პროექტის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში განხორციელდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები, მათ შორის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ვიზიტი და სამუშაო შეხვედრები ტრომსოს უნივერსიტეტში, დოქტორანტებს მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ ნორვეგიელი პროფესორების მიერ ჩატარებულ სასწავლო კურსებს როგორც ნორვეგიაში, ისე საქართველოში.  2014 წლის 27 აპრილს -3 მაისს პროექტში ჩართული მონაწილეები (თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, ხარისხის სამსახურის უფროსი ნინო ჩიხლაძე, ნატო ფიცხელაური და დოქტორანტები) გაემგზავრნენ ნორვეგიაში შუალედურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თსუ მედიცინის ფაკულტეტის ოთხმა დოქტორანტმა (გიორგი ლობჟანიძე, მარიკა ბალახაძე, თამარ ჭოჭუა და თამარ ჯაფარიძე), რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ნორვეგიელების მიერ ჩატარებული სასწავლო კურსები.

კონფერენციაზე ნორვეგიელმა და ქართველმა პროფესორებმა მოისმინეს დოქტორანტების მოხსენებები, სადაც მათ წარმოადგინეს საკუთარი კვლევის მიზნები, გამოყენებული მეთოდები, მიღებული შედეგები, დასკვნები.

თითოეული მოხსენების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელზეც  ნორვეგიელი და ქართველი წარმომადგენლების მიერ გამოითქვა მოსაზრებები და შენიშვნები. დოქტორანტებმა მიიღეს სასარგებლო რეკომენდაციები,  მათ შორის ნორვეგიის მხრიდან ე.წ. ,,ტრომსოს კვლევის’’ შედეგების გამოყენების შეთავაზებები, რაც მნიშვნელოვნად   ხელს შეუწყობს სადოქტორო ნაშრომების სრულყოფას.

კონფერენციაზე წარდგენილი იქნა შემდეგი მოხსენებები:

გიორგი ლობჟანიძე - ,,Some specific characteristics of interaction between cardiac and renal functions in patients with Type 1 and Type 2 Cardio-Renal Syndromes’’

მარიამ  ბალახაძე - ,,The Prevalence of Auto-antibodies To Langerhans Islets Beta Cells (GAD and ZnT8) in Patients with Anti-thyroid   Auto-antibodies’’

თამარ ჭოჭუა - ,,Efficacy of Metabolic Approach in ACS: Corvitin Trial in Georgia’’

თამარ ჯაფარიძე - ,,Awareness and knowledge of contraceptive methods and the influences on contraception practice in Georgi’’

ნორვეგიული მხარის წარმომადგენელთა შეფასებით,  დოქტორანტების ნაშრომების თემატიკა მეტად საინტერესოა, გამოყენებულია რელევანტური მეთოდოლოგია, ხოლო მიღებული შედეგები მნიშვნელოვანი იქნება ლოკალურ დონეზე, თუმცა მათ შორის იკვეთება  საერთაშორისო მნიშვნელობის შედეგების მიღების შესაძლებლობაც.

კონფერენციის შემდეგ შედგა საქმიანი შეხვედრები პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის, რომელზეც შეჯამდა პროექტის ფარგლებში ერთობლივი მუშაობის შედეგები და დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივები.

პროექტის კოორდინატორმა პროფესორმა ტორალფ ოსვალდმა ქართველ დოქტორანტებს გააცნო ტრომსოს უნივერსიტეტის ისტორია და მისი მიღწევები, გააცნო ტრომსოს უნივერსიტეტის საქმიანობის  სასწავლო და სამეცნიერო ასპექტები,  დაათვალიერებინა ტრომსოს უნივერსიტეტი.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა საქართველოში  ნორვეგიელი პროფესორების მორიგი ვიზიტი, რომლის დროს ქართველ დოქტორანტებს საშუალება მიეცემათ მოისმონონ სასწავლო კურსი კლინიკურ ეპიდემიოლოგიაში.


სხვა სტატიები »