ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ კვლავ ლიდერია

თსუ კვლავ ლიდერია
31 მარტი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან რჩება მთავარ სასწავლო და სამეცნიერო ცენტრად საქართველოში. ამის ერთ-ერთი დასტურია ის სტატისტიკა, რომელიც თსუ მეცნიერთა წარმატებებზე გვამცნობს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში. ასევე  შთამბეჭდავია უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროექტებისა თუ უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების მონაცემები. დღეს ჩვენ ამ სტატისტიკური ინფორმაციის მხოლოდ ნაწილზე შევჩერდებით.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად 168 ეროვნული და 45 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი მიმდინარეობს;

2013 წელს თსუ-ში სამეცნიერო კვლევებზე გათვალისწინებული  იყო 23, 8 მილიონი ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 35,8 პროცენტს შეადგენს. მათ შორის საერთაშორისო და ეროვნული ფონდებიდან მოზიდულია  11 649 257 ლარი;  ამჟამად გამარჯვებული პროექტების საერთო ღირებულებაა 7996411 ლარი;

2013 წელს თსუ-ში დაცულია 45 სადოქტორო ნაშრომი; ტომსონის ბაზის მონაცემებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მაღალრეიტინგულ/იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოქვეყნდა 354 პუბლიკაცია;

ვფიქრობთ, ამ ინფორმაციის უკეთ აღსაქმელად საინტერესო იქნება ცალკეული კონკურსების მიხედვით თსუ-სა და სხვა მონაწილეების მიერ მოპოვებული წარმატების შედარებითი ანალიზიც, რომელიც, უკვე ტრადიციულად, თსუ-ს სასარგებლოდ მეტყველებს, კერძოდ: შოთა რუსთავლის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში შედეგების თანახმად:
ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში დაფინანსებული 86 პროექტიდან 33 გრანტი (37 %) თსუ-ს წარმომადგენლებმა მოიპოვეს. კონკურსის შედეგად სტუ-ს დაუფინანსდა 12 პროექტი, ილიაუნის _ 8 პროექტი, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს - 6 პროექტი და სხვა.

გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში 23 გამარჯვებული პროექტიდან თსუ-ს 9 პროექტი (33%) დაფინანსდა.

საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა კონკურსის შედეგად 6 გრანტი მოიპოვა, სტუ-მ - 6 გრანტი და სხვა.

„უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისთვის“ სახელმწიფო გრანტების კონკურსის შედეგად დაფინანსებული 12 პროექტიდან თსუ-დან წარდგენილმა 7-მა პროექტმა გაიმარჯვა.

სამეცნიერო აპარატურის შესყიდვის კონკურსში გამარჯვებული 20 პროექტიდან  თსუ-დან გაიმარჯვა 6-მა +1 თსუ თანამონაწილეობით შესრულებულმა პროექტმა.

საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2013 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში წარდგენილი 32 განაცხადიდან გაიმარჯვა 11-მა, საიდანაც 2 თსუ-ს პროექტი იყო.

2013 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში „ქართული ელექტრონული ლექსიკონები“  წარდგენილი 59 განაცხადიდან გაიმარჯვა 4-მა პროექტმა აქედან 1-მა - თსუ-დან.

საკონფერენციო გრანტების კონკურსზე სულ წარდგენილი იყო 65 განაცხადი, აქედან 14 პროექტი თსუ-დან. სულ დაფინანსდა 31 პროექტი, აქედან 11 - თსუ-დან.

სხვა სტატიები »