ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ლექტორი - WOLFRAM RESEARCH კომპანიის ტექნოლოგიებისა პირველი ინსტრუქტორი ქალი აღმოსავლეთ ევროპიდან

27 დეკემბერი, 2013
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების  მიმართულების  ლექტორმა სილვა ტოროსიანმა  მიმდინარე წელს  საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მან 29 აგვისტოს წარმატებით ჩააბარა გამოცდა და სექტემბრიდან არის ჭოლფრამ  ღესეარცჰ კომპანიის ტექნოლოგიებისა და სასწავლო კურსების სერტიფიცირებული ინსტრუქტორი. იგი აღმოსავლეთ ევროპაში არის პირველი ქალი, ვინც ამ  წარმატებას მიაღწია.

WOLFRAM  RESEARCH - კომპანია აწარმოებს მათემატიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას. მისი მთავარი პროდუქტი არის ტექნიკური კომპიუტერული სისტემა WOLFRAM  Mathematica. პირველი ვერსია კომპიუტერული სისტემის WOLFRAM  Mathematica ,შეიქმნა 23 ივნისს 1988 წელს სტივენ ვოლფრამის მიერ (შტეპჰენ ჭოლფრამ), რომელმაც დაიწყო ამ პროგრამაზე მუშაობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს.

სისტემა WOLFRAM  Mathematica წარმოადგენს კომპიუტერული მათემატიკის სისტემას, რომელიც მრავალმხრივი სამეცნიერო გამოთვლების ჩატარების საშუალებას იძლევა, ელემენტალური მათემატიკიდან დაწყებული, გამოთვლითი მეთოდების რთული რეალიზაციით დამთავრებული. კომპიუტერული სისტემა WOLFRAM  Mathematica არის საკმაოდ კარგი აპარატი კვლევითი და სასწავლო ხასიათის ამოცანების გადაწყვეტაში.

კომპიუტერული სისტემა WOLFRAM  Mathematica საშუალებას აძლევს მომხმარებელს იმუშაოს მასთან, როგორც კალკულატორთან და როგორც მძლავრ დაპროგრამების სისტემასთან, რომლის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მათემატიკური მოდელების აგება და მათი გამოკვლევა. WOLFRAM  Mathematica სისტემის დაპროგრამების ენა აძლევს საშუალებას მომხმარებელს გააფართოვოს სისტემა ახალი ფუნქციებით და აგრეთვე შექმნას სხვადასხვა პროგრამული მოდულები, რომლებიც ინტერაქტიურ რეჟიმში იმუშავებენ. ამასთან იგი უზრუნველყოფს დაპროგრამების სხვადასხვა მეთოდის და სტილის გამოყენებას: ლოგიკური დაპროგრამება, ფუნქციონალური დაპროგრამება, გრაფიკული დაპროგრამება, პროცედული დაპროგრამება, დინამიური დაპროგრამება. ეს სისტემა არის ყველაზე ძლიერი და მრავალმხრივი გამოთვლითი სისტემა მსოფლიოში.
WOLFRAM  Mathematica კომპანიის სერთიფიცირებული ინსტრუქტორები არიან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მასწავლებლები, რომლებიც არიან მსოფლიო მასშტაბით ჭოლფრამ ტექნოლოგიების ექსპერტები. ინსტრუქტორების ნა-წილი WOLFRAM  Mathematica კომპანიის თანამშრომლები, ნაწილი კი სამეცნიერო სფეროს წარმოამდგენლები არიან.

სილვა ტოროსიანმა, რომელიც გახლავთ ფაკულტეტის უფროსი ინჟინერი, კომპიუტერული სისტემის WOLFRAM  Mathematica გამოყენება დაიწყო 2004 წლიდან, მაგისტრის ხარისხზე მუშაობისას. 2005 წელს მისმა სადიპლომო ნამუშევარმა ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე მესამე ადგილი მოიპოვა.

ტოროსიანი მის მიერ შექმნილ WOLFRAM  Mathematica-ს სატესტო პროგრამას თსუ-ში იყენებს სტუდენტთა გამოკითხვის დროს. აგრეთვე შექმნილი აქვს ამ პროგრამაში სხვადასხვა ანიმაციები და პროგრამები. იგი გახლავთ ამ თემაზე ორი სამცნიერო სტატიის ავტორი. მისი სასწავლო კურისის სახელია “კომპიუტერული სისტემა WOLFRAM  Mathematica და მისი შესაძლებლობი”.

„თსუ-ში ვასწავლი 2007 წლიდან. ჩემი აზრით, სტუდენტი უნდა დაეუფლოს კომპიუტერულ პაკეტთან მუშაობას Mathematica  7/8/9 სისტემის ბაზაზე, რადგან სტუდენტმა უნდა შეიძინოს აუცილებელი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები Mathematica 7/8/9 სისტემის გარემოში ეფექტიანი პროგრამირებისათვის და გამოიმუშაოს დამოუკიდებლად სწავლის ინტერესი და უნარი. ამასთან სტუდენტი უნდა დაეუფლოს და თავისუფლად გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები“, - აცხადებს სილვა ტოროსიანი.

მისი თქმით, საერთაშორისო აღიარებამ მას უფრო მეტი სტიმული მისცა საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის და სურს სტუდენტებსაც გაუზიაროს იგი, რაც აისახება მათი ინტერესის გაზრდაში ამ სისტემის სწავლის მიმართ. მეცნიერის სურვილია მომავალში კიდევ უფრო აიმაღლოს კვალიფიკაცია, რის დაფინანსებასაც სხვადასხვა ქვეყნებში კომპანია WOLFRAM  Mathematica უზრუნველყოფს.

სხვა სტატიები »