ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

"აფხაზური ენციკლოპედიის" საინიციატივო ჯგუფის შეკრება

27 ნოემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  საკონფერენციო დარბაზში 22 ნოემბერს გაიმართა ცენტრის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აფხაზური ენისა და კულტურის კომისიისა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამის - "აფხაზური ენციკლოპედიის" საინიციატივო ჯგუფის შეკრება.

საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: ლეილა ავიძბა, ნინო ბერძნიშვილი, თეიმურაზ გვანცელაძე, ვაჟა იმნაიშვილი, გუჩა კვარაცხელია, ესმა კოკოსკერია, ივანე ლეჟავა, გურამ ქუთელია, ზურაბ შენგელია, ასმათ შერვაშიძე, ნინო ჩიქოვანი, რუსუდან ჯანაშია.

შეხვედრაზე ჯგუფის ხელმძღვანელად აირჩიეს ზურაბ შენგელია, ხოლო პასუხისმგებელ მდივნად ნინო ბერძნიშვილი.

სხვა სტატიები »