ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ჟურნალის „თსუ სტუდენტური მეცნიერება" პრეზენტაცია

ჟურნალის „თსუ სტუდენტური მეცნიერება" პრეზენტაცია
29 ოქტომბერი, 2013
სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის „თსუ სტუდენტური მეცნიერება"  პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 ოქტომბერს გაიმართა. ღონიძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამით სტუდენტებს შესაძლებლობა უჩნდებათ ჩართულები იყვნენ სამეცნიერო საქმიანობაში, ხოლო საკუთრი კვლევის შედეგები გააცნონ მკითხველს. ჟურნალი სტუდენტებს აძლევს საშუალებას უბრალოდ კი არ იყვნენ დაკავებულები სამეცნიერო საქმიანობით, არამედ მათ  რეალური შესაძლებლობა უჩნდებათ მკითხველთა ფართო წრისათვის გახადონ ხელმისაწვდომი  თავიანთი კვლევის შედეგები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოხარული ვიქნებით თუ სტუდენტები ამ მიმართულებით გაააქტიურებენ თავიანთ საქმინობას.“

„სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალზე ერთი სემესტრის განმავლობაში ვმუშაობდით. სტუდენტური თვითმმართველობა მზად არის გვერშდში დაუდგეს  სტუდენტთა წამოწყებებს, ისეთ ინიციატივებს, რომელიც სტუდენტების აკადემიური დონის განვითარებაზე იზრუნებს,“-აღნიშნა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო ჩიტაძემ.

„როცა სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის შექმნის იდეა გაგვიჩნდა, მივმართეთ სტუდენტურ თვითმმართველობას; კონსულტაციები გავიარეთ ამ სფეროს  პროფესიონალებთან. აღსანიშნავია, რომ ჟურნალში სტატიების მიიღება შეზღუდული არ არის და თსუ  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს საშუალება აქვს საკუთარი კვლევა გამოაქვეყნოს ჟურნალში,“- განაცხადა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა მარი ოთიაშვილმა.

"თსუ სტუდენტური მეცნიერება" თსუ სტუდენტების მიერ გამოცემული სამეცნიერო ჟურნალია. მასში უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტების სტატიები პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე და სტუდენტური სამეცნიერო კვლევები გამოქვეყნდება. სტუდენტთა სტატიებს რეცენზირებას საფაკულტეტო სამეცნიერო საბჭოები გაუკეთებენ.

ჟურნალის სარედაქციო კოლეგია სტუდენტებით არის დაკომპლექტებული.  „თსუ სტუდენტური მეცნიერება" პერიოდული გამოცემაა და იგი სემესტრში ერთხელ დაიბეჭდება.

სხვა სტატიები »