ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საგრანტო კონკურსი დოქტორანტებისთვის

საგრანტო კონკურსი დოქტორანტებისთვის
1 ოქტომბერი, 2013
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსს აცხადებს.

კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის, მისი თანმდევი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და უცხო ენის სწავლის დაფინანსების გზით: სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება; უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება; სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრირება.

ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია 2013 წლის 30 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის 24.00 საათამდე;
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 29 ოქტომბრის 18:00 საათი;

დეტალური ინფორმაცია

სხვა სტატიები »