ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ პროფესორები უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდნენ

თსუ პროფესორები უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდნენ
15 ივლისი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ღვაწლმოსილი პროფესორები: ნატალია ორლოვსკაია (ინგლისური ლიტერატურა და ქართულ-დასავლური ლიტერატურული ურთიერთობები), არიანე ჭანტურია (ინგლისური ენა, თარგმანი, ლექსიკოგრაფია) და ნანა მამაცაშვილი (ინგლისური ენა) უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდნენ.
9 ივლისს უნივერსიტეტის მედლები პროფესორებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ გადასცა. „უნივერსიტეტმა დააფასა ღვაწლმოსილი პროფესორების შრომა. იმის მიუხედავად, რომ  ზოგიერთ მათგანს უფრო მაღალი ჯილდოც აქვს მიღებული, უნივერსიტეტის მედალი მათთვის, ალბათ, ყველაზე სანუკვარია. სოლიდური ასაკის მიუხედავად, ისინი კვლავ  ახალგაზრდების განათლებას ემსახურებიან. ეს კი მათი პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და უშრეტი ენერგიის დამსახურებაა,“- აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.  
ღონისძიებას თსუ პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სხვა სტატიები »