ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი მღვიმეში ,,თსუ-95”

23 მაისი, 2013
27 აპრილს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის №2 საჯარო სკოლას თსუ „საბავშვო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. სკოლის პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან შეხვედრაზე განიხილეს 2013 წლის საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით ართვინის პროვინციის ქალაქ მურღულიდან მოსწავლეების სოფელ ითხვისში ტრანსპორტირების და განთავსების საკითხები.  ჭიათურის სოფელ ითხვისში მდებარე მღვიმე `თსუ-95~-ში ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა ჩაატარა ლექცია ,,მღვიმეების პრობლემებსა და პერსპექტივებზე `თსუ-95~-ის მაგალითზე. საველე ლექციას თბილისელ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად ჭიათურის სკოლების მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

სხვა სტატიები »