ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ლატვიის უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ლატვიის უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა
28 ოქტომბერი, 2019
იუბილეს ფარგლებში ლატვიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში „საუკუნოვანი მოგზაურობის“ გამოფენა გაიხსნა, გახსნის ცერემონიას თსუ რექტორთან ერთად საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძეც დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი და ევროკომისიის ვიცე-თავმჯდომარე, ვალდის დომბროვსკისი.
ასევე, გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი “უნივერსიტეტი და საზოგადოება: განახლებული აქცენტი ეროვნულ ზრდასა და ფასეულობებზე.” სომპოზიუმს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორმა ევროპელ კოლეგებთან ერთად ეროვნული და საზოგადოებრივი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებაში უნივერსიტეტების როლზე, კვლევის, ინოვაციებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარების გზებზე იმსჯელა.

სხვა სტატიები »