ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უნივერსიტეტის უცნობი ისტორიები

უნივერსიტეტის უცნობი ისტორიები
2 აგვისტო, 2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის „უნივერსიტეტის უცნობი ისტორიები“ ჩვენება გაიმართა, რომელიც თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებმა მოამზადეს. „უნივერსიტეტის უცნობი ისტორიები“ საგნის „სამაუწყებლო ტელემედია პრაქტიკუმი“-ს ფარგლებში მომზადდა. ფილმი უნივერსიტეტთან დაკავშირებული, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ისტორიების შესახებ მოგვითხრობს.  
ფილმის რეჟისორის, თსუ პროფესორის თამარ ბელქანიას თქმით „უნივერსიტეტის უცნობი ისტორიები“ სამ ეტაპს მოიცავს. „პირველი ეს არის ურთულესი გეოპოლიტიკური სივრცე, როდესაც კავკასიაში ეროვნულენოვანი უმაღლესი სასწავლებელი ყალიბდება და არის ძალიან დიდი წინააღმდეგობა. მეორე, ქალები მონაწილეობენ უნივერსიტეტის შექმნაში და შემდგომ სწორედ ეს უმაღლესი სასწავლებელი ჩაუყრის საფუძველს დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებს. და მესამე ფილმში ნაჩვენებია საბჭოთა პერიოდში უნივერსიტეტის დახურვის არაერთგზის მცდელობა,“ - აღნიშნავს ბელქანია.
დოკუმენტური ფილმის „უნივერსიტეტის უცნობი ისტორიები“ მიზანია კავკასიაში პირველი ეროვნულენოვანი უნივერსიტეტის წარმოჩენა
სხვა სტატიები »