ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობას აფართოებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობას აფართოებს
26 ივნისი, 2019
თსუ-სა და ამერიკულ უნივერსიტეტს შორის კავშირების გაფართოება; მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური კონტაქტების დამყარება; ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივები - ეს იყო თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაზე NAFSA 2019 მონაწილეობის მთავარი მიზანი. აღნიშნული საკითხები თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და თსუ ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ აშშ-ში საქართველოს ელჩთან დავით ბაქრაძესთან და ფრანგული უნივერსიტეტის ლიონ 2-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეიმს ვოლკერთან და სხვა შეხვედრებზეც განიხილეს. 
გამოფენა NAFSA 2019, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნიდან 4000-მდე მონაწილეა წარმოდგენილი, 28 მაისს გაიხსნა და 31 მაისამდე გაგრძელდება. გამოფენაში Study in Georgia-ს ფარგლებში 5-მა ქართულმა უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები »