ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ აკადემიური საბჭოს და სენატის არჩევნების შედეგები

თსუ აკადემიური საბჭოს და სენატის არჩევნების შედეგები
25 ივნისი, 2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) არჩევნები გაიმართა. 
აკადემიური საბჭოს არჩევნებში თსუ მედიცინის ფაკულტეტზე ალექსანდრე ცისკარიძემ გაიმარჯვა (2022 წლის 24 ოქტომბრამდე), ხოლო თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ნინო მინდაძემ (2020 წლის 8 ივლისამდე).
ცნობილია ასევე წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) არჩევნებში გამარჯვებულებიც:
1. სოფიო ხუციშვილი - თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი;
2. თამილა ჩალაძე - თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი;
3. მანანა ნიკოლაიშვილი - თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი;
4. მარინა გურგენიშვილი - თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი;
5. ნოდარ ლომიძე - თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
6. ილია თავხელიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.
7. ბექა დვალიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი;
8. სანდრო მარანელი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

სხვა სტატიები »