ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლა“

„ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლა“
18 მარტი, 2019
დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის ერთობლივი პროექტი; „ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლა“.
 პირველ დღეს მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია: მარსზე დასახლების პერსპექტივები (პროფესორი ლევი გეონჯიანი, საგანი: ჩვენი სამყარი), განიხილეს ბავშვისა და მასწავლებლის უფლებები (პროფესორი ვასილ გონაშვილი, საგანი: ჩვენი უფლებები) და ფიზიკის ლაბორატორიაში ჩაატარეს ცდები (პროფესორი იურა პაპავა).
 სკოლა ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველ კვირა დღეს. მისი მიზანი მოსწავლეთათვის ზოგადი ინტელექტუალური ცოდნის მიცემა, მსოფლიო ინოვაციური სიახლეების გაცნობა და ბავშვობიდან საუნივერსიტეტო გარემოს შეჩვევაა.
პროგრამა მოიცავს ასტრონომიის, ადამიანის უფლებების, ისტორიის, გეოგრაფიის, სახელმწიფოთმცოდნეობის, ხელოვნების ისტორიის აქტუალურ საკითხებს, სახალისო მათემატიკას და ლოგიკურ ამოცანებს. 
სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები მე-6 კლასიდან.
სხვა სტატიები »