ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„თსუ Art”-ის და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის კონცერტი

„თსუ Art”-ის და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის  კონცერტი
7 თებერვალი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით „თსუ Art”-ის და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის  კონცერტი გაიმართა.  "სიმფონიური ჟანრისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზი" ერთობლივი პროექტია, რომელსაც „თსუ Art” და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი ახორციელებენ. კონცერტს სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონცერტის შემდეგ უნივერსიტეტის ფერებში საზეიმოდ განათდა  უნივერსიტეტის შენობის ფასადი.

"ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დამთხვევა მოხდა, სწორედ იმ წელს გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, როდესაც მას 100 წელი შეუსრულდა. 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კარგი და კარგად ორგანიზებული ღონისძიება ჩატარდა. ჩემთვის პირადად აღმოჩენა იყო „TSU არტი", - აღნიშნა თსუ სტუდენტმა მარიამ როგავამ.

თსუ სტუდენტის სალომე თოფურიას თქმით, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე
მნიშვნელოვანი თარიღია არამხოლოდ უნივერსიტეტელებისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის. "ვულოცავ ყველა უნივერსიტეტელს 100 წლის იუბილეს. ამ თარიღის ისტორიული და საგანმანათლებლო მნიშვნელობიდან გამომდინარე უნივერსიტეტმა ბევრი სირთულე გამოიარა, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ვუსურვებ, ღირსეულად ევლოს პროგრესისკენ და ვუსურვებ წარმატებას მეცნიერულ სივრცეში".



სხვა სტატიები »