ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„უმაღლესი განათლების პერსპექტივა: წარსულის გაცოცხლება და ფიქრი მომავალზე“

„უმაღლესი განათლების პერსპექტივა: წარსულის გაცოცხლება და ფიქრი მომავალზე“
9 თებერვალი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო სიმპოზიუმი „უმაღლესი განათლების პერსპექტივა: წარსულის გაცოცხლება და ფიქრი მომავალზე“ გაიმართა. ღონისძიებაში თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ქართველმა და უცხოელმა პროფესორებმა, სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი თემაა წარსულის კრიტიკული გააზრება, მომავლის გეგმების დასახვა და ქართული განათლებისა და მეცნიერების, სამეცნიერო სკოლების ადგილი და როლი დიდ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. "ღონისძიებაზე ბევრი კარგი გამომსვლელი გვყავდა, როგორც საქართველოდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან და ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა," - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უნივერსიტეტს, რომ ამ მნიშვნელოვან დღეებში ვიმყოფები თბილისში და ვესწრები თსუ-ს 100 წლის იუბილეს. ვფიქრობ,რომ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს არა იმდენად გეოგრაფიული მდებარეობა ან ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ფიქრობს, აქვს სურვილები. ამდენად, ვფიქრობ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც ასეთი ახალგაზრდები სწავლობენ.“ - განაცხადა სიმპოზიუმის მონაწილემ, კვიპროსის უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინოს კრისტოფიდმა.

სიმპოზიუმზე ქართული და 50-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება უმაღლესი განათლების საკითხებზე.

სხვა სტატიები »