ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საქართველოს მექანიკოსთა კავშირის მე-8 საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია

საქართველოს მექანიკოსთა კავშირის მე-8 საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია
27 სექტემბერი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017-ის ფრაგლებში საქართველოს მექანიკოსთა კავშირის მე-8 საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 110 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.

ღონისძიება თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის, თბილისის საერთაშორისო ცენტრის მათემატიკასა და ინფორმატიკაში ორგანიზებით გაიმართა.           

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის არსებული კავშირის შენარჩუნებასა და გაღრმავებას, ახალგაზრდა მეცნიერთა მომზადებასა და შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების შესრულებას დიფერენციალური განტოლების პრობლემებისა და მათი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში გამოსაყენებლად.


სხვა სტატიები »