ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თსუ-ს რეიტინგული პირველკურსელები

11 სექტემბერი, 2017
ლიკა ხუციბერიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

“როგორც კი გადავწყვიტე, რომ საერთაშორისო ურთიერთობებზე უნდა ჩამებარებინა, არჩევანი მაშინვე თსუ-ზე შევაჩერე”, - ამბობს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელი ლიკა ხუციბერიძე. ის ინფორმირებულია სწავლების სტრუქტურის, ლექტორების, წარმატებული სტუდენტების, გაცვლითი პროგრამებისა და სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან მჭიდრო ურთიერთობის შესახებ და ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა და მოლოდინი ეფექტური და საინტერესო სწავლის შესახებ გაუმართლდება.

მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა ფაკულტეტზე ყველაზე რეიტინგულ სტუდენტად ყოფნა. „ძალიან მაგარი შეგრძნებაა. სასიამოვნო მოულოდნელობასთან, გაკვირვებასა და სიხარულთან ერთად ეს კმაყოფილებაცაა, თითქოს არა სხვას, არამედ შენს თავს დაუმტკიცე, რომ შრომა ფასდება ."

აბიტურიენტებს არწმუნებს, რომ წინ ძალიან მაგარი წელი ელით. მოუწოდებს არ ინერვიულონ, სწორად შეაფასონ თავიანთი შესაძლებლობები და გააკეთონ სწორი არჩევანი. გამოცდას შეხედონ არა, როგორც ,,ჩასაფრებულ განსაცდელს’’, არამედ ახალ შესაძლებლობას და ერთ-ერთ მარტივ ამოცანას, რომელსაც აუცილებლად შეასრულებენ მიზნების მისაღწევად.


სხვა სტატიები »