ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს რეიტინგული პირველკურსელები

11 სექტემბერი, 2017
მარიამ როგავა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

მარიამ როგავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი გახდა. მომავალმა ფიზიკოსმა არჩევანი თსუ-ზე მისთვის საინტერესო სასწავლო პროგრამის გამო გააკეთა. უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამების ფართო არჩევანი კი მას მომავალი განვითარების საშუალებას მისცემს.

ფიზიკამ პირველად მერვე კლასში დააინტერესა. ბავშვური გატაცება სამომავლო გადაწყვეტილებად პრაგმატული მიდგომით შეიცვალა. დღეს ფიქრობს, რომ ფიზიკა თვალსაწიერს აფართოებს და უამრავ შესაძლებლობას მისცემს.

„თსუ უამრავი გაცვლითი პროგრამის შანსს აძლევს სტუდენტებს და მეც იმედი მაქვს, რომ ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით. ფიზიკის კურსდამთავრებულს მრავალი მიმართულებით შეუძლია სწავლის გაგრძელება თუ მუშაობა. ვინაიდან ჩემს ასაკში რთულია ზუსტად იცოდე, ვინ გინდა იყო, ისეთი მიმართულება ავირჩიე, სადაც ბევრ საინტერესო საგანს ვისწავლი და საკუთარ თავს სხვადასხვა მიმართულებით გამოვცდი.

რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ფაკულტეტზე ყველაზე რეიტინგული სტუდენტი ვარ. რეგისტრაციაზე მისულს ძალიან თბილად შემხვდნენ და სტუდენტობის პირველი დღე ჩემთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა. თუმცა, სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც ვიგრძენი.

მომავალ აბიტურიენტებს კი მოვუწოდებდი, თამამად და უშიშრად გადადგან ნაბიჯი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისკენ“.







სხვა სტატიები »