ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

შეხვედრა უნგრელ სტუდენტებთან

შეხვედრა უნგრელ სტუდენტებთან
5 ივლისი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი იმ უნგრელ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც თსუ-ში საზაფხულო კურსებს გაივლიან. შეხვედრას  განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი კახა ხანდოლიშვილი ესწრებოდნენ.

უნგრელი სტუდენტები პროგრამის „ისწავლე საქართველოში“ ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსის გავლის შედეგად შეირჩნენ. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე,  სტუდენტები ზაფხულის განმავლობაში თსუ-ში გაივლიან შემდეგ კურსებს: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ;  საქართველოს მითოლოგია; საქართველოს ეთნოგრაფია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნგრელ სტუდენტებს უზრუნველყოფს უფასო სასწავლო კურსით, სამედიცინო დაზღვევითა და სტიპენდიით.


სხვა სტატიები »