ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრი აქსელ ფიშერი თსუ-ში

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრი აქსელ ფიშერი თსუ-ში
21 თებერვალი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელი აქსელ ფიშერი ეწვია. შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანულ უნივერსიტეტებთან სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს, კერძოდ, ინჟინერინგის მიმართულების შემდგომ განვითარებაზე.
სხვა სტატიები »