ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო ცენტრი სტუდენტებისთვის
27 დეკემბერი, 2016
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება. დასაწყისისთვის, ცენტრი მხოლოდ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტის ფარგლებში იმუშავებს, პროექტის წარმატებისა და შესაბამისი რესურსების არსებობის შეთხვევაში, საუნივერსიტეტო მომსახურებაზე გადავა.
იგეგმება ცენტრის სერვისის სამი მიმართულებით განვითარება, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა კონკრეტულ საჭიროებებს. ეს მიმართულებები იქნება: ფსიქოლოგიური კონსულტაცია, კონსულტირება დასწავლისა და კონსულტირება კარიერის დაგეგმვის საკითხებში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ცენტრის ფარგლებში სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებასაც მიიღებენ.
საკონსულტაციო ცენტრის შექმნის იდეისა და მიზნების შესახებ, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ გაგოშიძე საუბრობს.
პროფესორი თამარ გაგოშიძე:
`სტუდენტთა მომსახურების ცენტრის იდეა დიდი ხანია მქონდა. ადრე როგორც თსუ პროფესორს და, შემდეგ უკვე, როგორც დეკანს ხშირად მაკითხავდნენ სტუდენტები სხვადასხვა პრობლემით.
სამწუხაროდ დღეს ჩვენ ახალგაზრდობას ბევრი პრობლემა აქვს, უმეტესობას თვითონ უწევს სწავლის საფასურის გადახდა, ბევრი მუშაობს და რთულია მუშაობის და სწავლის შეთავსება, ბევრ სტუდენტს თავისი ყოველდღიური ყოფის მოწყობა უწევს. ყოველივე ეს აისახება სტუდენტის ჯანრმთელობაზეც და ფსიქიკაზეც.
უმეტესობას მაღალი შფოთვა აქვს, რომელიც კიდევ უფრო მწვავდება გამოცდების პერიოდში. ზოგადად სტუდენტებს არ აქვთ დაცულობის და უსაფრთხოების განცდა, რაც გავლენას ახდენს მათი სწავლის ეფექტიანობაზე. გარდა ამისა, ჩვენ სტუდენტობას აქვს სოციალიზაციისა და კომუნიკაციის პრობლემებიც.
საინტერესოა, რომ სტუდენტების კონსულტირება დასწავლის საკითხებზეც გვიწევს – როგორ იკითხონ სწრაფად, როგორ დაისწავლონ დიდი მოცულობის მასალა, რა სტრატეგიები გამოიყენონ წაკითხულის გასააზრებლად. გარდა ამისა, ზოგიერთ სტუდენტს ესაჭიროება დახმარება კითხვის სტრატეგიებში, რადგან შეიძლება კითხვის პრობლემა ჰქონდეს. სხვათა შორის, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დრამატულად გაიზარდა კოლეჯის და უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოლოგიური პრობლემების მაჩვენებლები. ევროპისა და აშშ კვლევების მიხედვით, უნივერსიტეტის სტუდენტებში განსაკუთრებით მაღალია დეპრესიის და შფოთვის დონე, რაც ნეგატიურად აისახება მათ აკადემიურ და სოციალურ ფუნქციონირებაზე.
ყოველივე ამან გვიბიძგა სტუდენტთა საკონსულტაციო ცენტრის იდეის ჩამოყალიბებისკენ. ვინ, თუ არა, ჩვენ, ფსიქოლოგებმა უნდა ვიტვირთოთ ჩვენი ახალგაზრდების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და დახმარება. ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორებთან საუბრების შემდეგ გამოიკვეთა ის, თუ ამ ეტაპზე, ჩვენ ფაკულტეტს, რა ადამიანური რესურსი გააჩნია საკონსულტაციო სერვისის დასაწყებად. ჩვენ ვაპირებთ უცხოელი ექსპერტების ჩართვას ამ საქმეში, ახალი პროფესიული კადრების მომზადებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით“. _ ამბობს პროფესორი თამარ გაგოშიძე.
საკონსულტაციო სერვისი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტებს დაეხმარება ფსიქოლოგიური პრობლემების და სწავლასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევაში, კარიერის ეფექტიანი დაგეგმისთვის საჭირო სოციალური და პრაქტიკული უნარების შეძენაში. ასეთი სერვისის განვითარება უზრუნველყოფს სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის პროფესიულ პრაქტიკასა და სუპერვიზიას, ასევე, ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფი სტუდენტების ჩართულობას ფასილიტატორებად, რაც, საბოლოოდ, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასაც შეუწყობს ხელს.
„ვფიქრობთ, სტუდენტთა საკონსულტაციო სერვისის სამი მიმართულებით განვითარებას, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა კონკრეტულ საჭიროებებს. კერძოდ, ფსიქოლოგიური კონსულტაცია – სტუდენტების კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ისეთი ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევაში, როგორიცაა შფოთვა პრეზენტაციის გაკეთებასთან ან გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებით, უკიდურესი სიმორცხვე, პერფექციონისტული განწყობა, აკადემიური აქტივობების გადავადება, ე.წ „პროკრასტინაცია“, სტრესი, დეპრესიული გუნება-განწყობილება, და სხვა.
კონსულტირება დასწავლის საკითხებში სტუდენტების კონსულტაცია დასწავლის ეფექტურ სტრატეგიებთან, წაკითხულის გააზრების გაუმჯობესებისა და სწრაფი კითხვის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე დასწავლის უნარის დაქვეითების მქონე სტუდენტების კონსულტაცია და დახმარება.
კონსულტირება კარიერის დაგეგმვის საკითხებში სტუდენტების კონსულტაცია სასწავლო პროგრამის შერჩევასთან, საუნივერსიტეტო განათლების შემდგომი პროფესიული კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებით, პროფესიულ ორიენტაციაში დახმარება.
ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ინსტიტუტები: პიროვნების და კლინიკური ფსიქოლოგიის, განათლების ფსიქოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის – აუცილებლად ჩაერთვებიან ამ მიმართულებების განვითარებაში“ _ ამბობს პროფესორი.
ქალბატონი თამარის თქმით, ეს პროექტი მდგრადი და განვითარებადი იქნება. საკონსულტაციო სერვისი მოამზადებს კვალიფიციურ პრაქტიკოს-კონსულტანტებს, რომელთა ნაწილიც დასაქმდება საკონსულტაციო ცენტრში და ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის გადამზადების უწყვეტ პროცესს.