კონკურსი „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“
24 დეკემბერი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეთა კონკურსის „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“ დასკვნითი ტური გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული ჟიურის წევრებმა გამოავლინეს. პირველი ადგილის მფლობელი მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლის მოსწავლეების გუნდი გახდა, მეორე ადგილი სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა კაცაძემ დაიკავა, მესამე ადგილი კი სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე სირაძემ მოიპოვა. ღონისძიებაზე კონკურსის ყველა მონაწილე სიგელით დაჯილდოვდა და თსუ ფაბ ლაბის საჩუქრები გადაეცა.
კონკურსის მთავარი პირობას წარმოადგენდა, რომ ნაძვის ხე დამზადებული ყოფილიყო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და ამით არანაირი ზიანი არ ადგებოდეს გარემოს.
კონკურსი „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ გეოგრაფთა სკოლისა და თსუ ეკო კლუბის ორგანიზებით ხორციელდება. კონკურსის მიზანია საახალწლოდ ტყეების განადგურებისა და ახალგაზრდა ნაძვის ხეების ჭრის შეჩერება.




