ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის უმაღლეს წერტილს აკაკი შანიძის სახელი მიენიჭა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის უმაღლეს წერტილს აკაკი შანიძის სახელი მიენიჭა
1 აგვისტო, 2016
30 ივლისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით  სამტრედიის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი ადგილის დასალაშქრად ექსპედიცია მოეწყო. შესწავლის შემდეგ მთას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, აკადემიკოს აკაკი შანიძის სახელი მიენიჭა.

1964 წლის საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე ოფიციალურად დაფიქსირებულია უსახელო მწვერვალი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1084,0 მეტრი. ეს  მთა მდებარეობს ე.წ. ,,კოკოცას” სერზე, რომელიც წარმოადგენს წყალგამყოფს. ამ მონაკვეთიდან სათავეს იღებს სამი სხვადასხვა აუზის მდინარე.

უახლოეს მომავალში შესაძლებელია სოფელ თიხალაგანიდან მთა ,,აკაკი შანიძის“ მიმართულებით ტურისტული მარშრუტის მარკირება, აგრეთვე წრიული მარშრუტების დაგეგმვა ვანის მუნიპალიტეტის და ჩოხატაურის მიმართულებით.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.

სხვა სტატიები »