ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მინისტრის შეხვედრა „აუდიტორია 115“-ის წევრებთან

მინისტრის შეხვედრა „აუდიტორია 115“-ის წევრებთან
9 ივნისი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრებს შეხვდა. „შეხვედრა წარიმართა საკმაოდ ცხელი დისკუსიის ფორმატში, თუმცა, საბოლოო ჯამში ცოტა რთულად, მაგრამ მაინც მივაღწიეთ იმას, რომ „აუდიტორია 115“ მკვეთრად ჩამოაყალიბებს თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რა უნდა გავაკეთო მე, როგორც განათლების მინისტრმა იმისათვის, რომ მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება. საკითხები შეეხება უნივერსიტეტის საბჭოში არჩევის წესს, თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებას და შუალედურ რეჟიმში გადაყვანას, ასევე ისეთი პლატფორმის, სამუშაო ფორმატის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს განათლების რეფორმას, მათ შორის გარე რეფერირების საკითხზე მუშაობას. თვითმმართველობას სრული უფლება აქვს ამ პროცესებში მონაწილეობა მიიღოს. ინტერესი არის საერთო, მიზნის მიღწევის გზებში ხედვა განსხვავდება. საკმაოდ რთული საკითხები საკმაოდ მოკლე დროში გვაქვს გადასაწყვეტი,-“ აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ამ მოთხოვნების შესრულება რეალურია, თუმცა, ბევრი საკითხი შესაძლოა ისე სწრაფად ვერ გადაწყდეს, როგორც ეს სტუდენტებს ან მთვრობას სურს.
„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მინისტრთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო. „ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს კონკრეტულ მოთხოვნებს. მინისტრი დაგვპირდა, რომ შეეცდება ეს საკითხები ორშაბათის სამთავრობო სხდომაზე გაიტანოს,“- განაცხადა სტუდენტური მოძრაობის წევრმა ნათია ქარჩილაძემ.
სხვა სტატიები »