მინისტრის შეხვედრა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
9 ივნისი, 2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ალექსანდრე ჯეჯელავა უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მან, მოლოდინისამებრ, კეთილგანწყობილი და კარგი ხალხი გაიცნო:
„ამ ხალხის ინტერესია განვითარდეს უმაღლესი განათლების სისტემა. რა თქმა უნდა, ხედვებში განსხვავება არის, თუმცა, ძალიან ბევრი საერთოცაა. ბევრი რამ იძლევა საშუალებას, რომ კარგი კომუნიკაციით, ემოციების გამორიცხვით, დავიწყოთ გადაწყვეტილების ძიება.“ მან მადლობა გადაუხადა თვითმმართველობების წარმომადგენლებს შემდგომი მუშაობის მზადყოფნისთვის და აღნიშნა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობის პირველი შედეგები მალე გახდება ცნობილი.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით,
„თვითმმართველობების წარმომადგენლების მხრიდან მზადყოფნა არის. დაინტერესებულ მხარეებთან გაიმართება ყოველკვირეული შეხვედრები. სტუდენტები აუცილებლად შექმნიან უკეთეს განათლების სისტემას, დაივიწყებენ წყენას. არც ერთი მხარე თვითმმართველობების თემას ცენტრალურ თემად არ სახავს. ეს საკითხი ერთ-ერთია და არა მთავარი. სტუდენტები საუბრობენ უკეთეს მომავალზე.“
განათლების მინისტრთან შეხვედრით კმაყოფილება გამოთქვა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა: „მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი მზად არის პრობლემის მარტივად და სწრაფად მოგვარებისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეების საერთო მიზნები და ხედვები უნდა გაერთიანდეს და ვიმსჯელოთ როგორც მთლიანად უნივერსიტეტის, ასევე ცალკეული სტრუქტურების შემდგომი რეალური განვითარებისთვის. რაც არ უნდა განსხვავებული პოზიციები გვქონდეს, ჩვენ ნებისმიერ ადამიანთან დიალოგის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია უნდა იყოს უნივერსიტეტის განვითარება. განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს. ჩვენ უნდა შევარჩიოთ კარგი, სწორი და მნიშვნელოვანი გეგმები.“ ბახვა კვირიკაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში უნდა გადაიჭრას ის საკითხები, რომელთა მოგვარებაც ამ დროისთვის შეიძლება. დაიწყოს მსჯელობა თუ როგორ განვითარდება თვითმმართველობები. თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კიდევ ერთხელ დაფიქსირა დიალოგისთვის მზაობა.