ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ევროკავშირის ახალი რეგულაციები არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის!

ევროკავშირის ახალი რეგულაციები  არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისა და  მკვლევრებისთვის!
14 მაისი, 2016
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის შემდეგი ახალი რეგულაციები დაწესდა:
  • ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სტუდენტებსა და მკველვრებს შეუძლიათ ევროკავშირში სწავლის ან კვლევის დასრულებიდან, სულ ცოტა, ცხრა თვის მანძილზე დარჩნენ, რათა მოძებნონ სამსახური ან დაიწყონ ბიზნესი.
  • სტუდენტებსა და მკვლევრებს ევროკავშირში ყოფნისას მისი წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გადაადგილება უმარტივდებათ. მომავალში, მათ აღარ დასჭირდებათ ვიზისთვის ახალი განაცხადის შევსება, მხოლოდ უნდა აღნიშნონ დანიშნულების ადგილი, მაგალითად, ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამის შემთხვევაში. მკვლევრებიც ასევე შეძლებენ არსებულზე უფრო ხანგრძლივი  პერიოდით გადაადგილებას.
  • მკვლევრებს შეუძლიათ, ევროკავშირში საკუთარი ოჯახის წევრები მოიწვიონ, ხოლო ამ უკანასკნელთ ევროპაში დარჩენის დროს მუშაობის უფლება ეძლევათ.
  • სტუდენტებს უფლება აქვთ კვირაში, სულ მცირე, 15 საათი იმუშაონ.
ასევე, ახალი დირექტივა სტაჟიორებისა და მოხალისეებისთვის ევროკავშირში შესვლისა და უკეთესად დაცვის ერთიან პირობებს უზრუნველყოფს ევროპული მოხალისეთა სქემის ფარგლებში.

დირექტივა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს  შევა ძალაში. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ორი წლის ვადა ექნებათ, რათა ახალი რეგულაციების დებულებები საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობებში ასახონ.

სხვა სტატიები »