ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტებმა მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს

სტუდენტებმა მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს
13 აპრილი, 2016
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და ,,აუდიტორია 115’’-ის წარმომადგენლებმა 11-13 აპრილს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების ოფისის დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს.

სტუდენტების თქმით, თბილისის მერიამ მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უკანონოდ და უსასყიდლოდ 6 ათასი კვადრატული მიწის ფართობი გადასცა, სადაც მწვანე საფარის გაჩეხვის ხარჯზე, წყალმომარაგების კომპანიის ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს.

,,აუდიტორია 115’’-ის წარმომადგენლების აქცია მაღლივ კორპუსში გაგრძელდა, სადაც თბილისის მერი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი დავით ნარმანია იმყოფებოდა. სტუდენტებმა დედაქალაქის მერს მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერება მოსთხოვეს. სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე დავით ნარმანია „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების გავლას დაჰპირდა: ,,შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში შეჩერდეს პროცესი, ვიდრე საკითხში თავიდან ბოლომდე არ გავერკვევით’’.

ხოლო, სტუდენტური თვითმმართველობის საინიციატივო ჯგუფმა მშენებლობის შეჩერების და კომპანიისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის თაობაზე თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური პეტიცია გაუგზავნა.
სხვა სტატიები »