ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში Google Hash Code-ის შეჯიბრს უმასპინძლა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში Google Hash Code-ის შეჯიბრს უმასპინძლა
15 თებერვალი, 2016
11 თებერვალს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში Google Hash Code - პროგრამირების მსოფლიო კონკურსი გაიმართა.

Google Hash Code არის გუნდური შეჯიბრი პროგრამირებაში სტუდენტებსა და პროფესიონალებს (18+) შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ითვალისწინებს ინჟინრული ამოცანის რეალურ დროში გადაჭრას. 2016 წელს Google Hash Code-ის დაახლოებით 250 საკონკურსო ცენტრი გაიხსნა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. კონკურსი საქართველოში წელს პირველად ჩატარდა.

თბილისში ამ კონკურსში დარეგისტრირდა დაახლოებით 100 პროფესიონალი და სტუდენტი საქართველოდან, მათ შორის 14 გოგონა. მონაწილეები 4 საათის განმავლობაში მუშაობდნენ Google-ის მიერ მოცემულ საინჟინრო ამოცანაზე, შემდეგ კი გააგზავნეს პასუხები საკონკურსო სისტემაში. გამარჯვებულების ვინაობა 15 თებერვალს გახდება ცნობილი.  

Google Hash Code-ის ფინალი 14 მარტს გაიმართება. გუნდები, რომლებიც დააგროვებენ მაღალ სარეიტინგო ქულას, მიწვეულნი იქნებიან საფრანგეთში Google-ის პარიზის ოფისში. ფინალურ ტურში გამარჯვებულებს კომპანია Google გადასცემს საინტერესო საჩუქრებს, რომლებსაც წინასწარ არ აანონსებს.

კონკურსის მონაწილეები რეგისტრაციისას ასევე აგზავნიან თავიანთ რეზიუმეს, კომპანია Google-ის დაინტერესების შემთხვევაში კი მათ შესაძლოა თანამშრომლობის შეთავაზებაც მიიღონ.

STEM (Science, Technology, Engineering, Math) დარგების განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკის და ინდუსტრიის განვითარებას. Google Hash Code-ის ტიპის კონკურსები მონაწილეებს აძლევს დიდ გამოცდილებას და პროფესიული განვითარების მოტივაციას.

სხვა სტატიები »