თსუ-მ სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად სპეციალური ანგარიში გახსნა
18 ივნისი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, აგრეთვე, თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღსადგენად სპეციალური ანგარიში გახსნა.
სპეციალურ ანგარიშზე თსუ პროფესორებს, სტუდენტებს, თანამშრომლებს, გარე იურიდიულ პირებს, გარე ფიზიკურ პირებს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა ლარებში (მიზნობრიობის მითითებით - სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახებისთვის ან თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღსადგენად).
(სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 708967509, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიდენტიფიკაციო კოდი 204864548). თსუ აკადემიურ პერსონალი, ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დამხმარე პერსონალი ხელფასიდან თანხის ჩამოჭრის სურვილის შემთხვევაში სპეციალური განაცხადის ფორმას შეავსებენ და წარადგენენ თსუ კანცელარიაში.