ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისკენ

24 მაისი, 2015
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ატარებს ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლას „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ-8“. სკოლა გაიმართება 2015 წლის 15-25 ივნისს.
პირობებები: განაცხადის საფუძველზე სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მოსწავლეებს მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით. გასაუბრება ჩატარდება 2015 წ. 7 ივნისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე თსუ მე-11 კორპუსში, 010 აუდიტორიაში, რომლის შედეგად შეირჩევა 4 ასაკობრივი (თითოეული 10-მდე მოსწავლისაგან შემდგარი) ჯგუფი. განაცხადების მიღება დაიწყება 13 მაისიდან-5 ივნისის ჩათვლით, აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია, და ასევე სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა რომელიც მოგვაწოდეთ თსუ-ს მე-11 კორპუსში, აუდიტორია 350, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე (სამუშაო დღეებში).
მიზანი: ღონისძიების „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ მიზანია ინტენსიური პროგრამის საფუძველზე დაგეგმილ პერიოდში საინტერესო გახადოს მათემატიკური და მასთან მომიჯნავე დისციპლინები. ამასთანავე გათვალისწინებულია შერჩეულ მოსწავლეთა ჯგუფის გამოყოფა, რომლისთვისაც (2015 წ. ოქტომბერი-დეკემბერი პერიოდში) ჩატარდება ყოველკვირეული შეკრება, რომელიც გულისხმობს გამოყენებითი მათემატიკური მეცნიერებების სწავლებას და ცნობილ მეცნიერებთან შეხვედრის ორგანიზებას. ზემოაღნიშნულის განხორციელება ნავარაუდევია არამარტო საქართველოს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების მოსწავლეებისთვისაც. რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის ადრეული ასაკიდან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას.
საკონსულტაციო კომიტეტი: პროფ. თამაზ ვაშაყმაძე, პროფ. გურამ გაბრიჩიძე, პროფ. ანზორ გველესიანი, პროფ. ომარ ფურთუხია, პროფ. ქეთევან ჭკუასელი, პროფ. ეთერ ღვინერია, დოქტ. მარინა ლომოური, ბ-ნი იუსუფ ფ. გიულვერი.
საკონტაქტო პირი და კოორდინატორი: ჟანა ბოლქვაძე (557 66 64 51). დამხმარე კოორდინატორი: ჟუჟუნა ცქიფურიშვილი (598 76 98 91). ელ-ფოსტა: informtb@gmail.com ვებგვერდი: https://www.facebook.com/nabijebi

სხვა სტატიები »