ნიკო მარის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩოხატაურში
29 მაისი, 2015
1 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე, თსუ ჰუმანირატულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, თსუ პროფესორი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე და თსუ ასოცირებული პროფესორი ქეთევან ხუციშვილი ჩოხატაურში იმყოფებოდნენ, სადაც ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანების მიერ გამართულ ნიკო მარის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
თსუ წარმომადგენლებს ნიკო მარის შთამომავლებმა და ჩოხატაურის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. ისინი იმყოფებოდნენ ნიკო მარის სახლ-მუზეუმში. თსუ რექტორმა და თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მუზეუმს საჩუქრად გადასცეს ნიკო მარის ფოტოების ასლები, რომელთა ორიგინალებიც უნივერსიტეტის არქივში ინახება. ასევე რექტორის ინიციატივით ზაფხულში იგეგმება თსუ პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ექსპედიცია ნიკო მარის სახლ-მუზეუმში, სადაც ისინი იმუშავებენ მეცნიერის ხელნაწერების აღწერაზე, მათ დიგიტალიზაციასა და ელექტრონიზაციაზე, რათა ფართო საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იყოს.
სტუმრებმა მასპინძლებთან ერთად მოინახულეს ერკეთის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტერი და ერისთავების სასახლე.
სამუზეუმო გაერთიანების მიერ განხორციელებული პროექტის „სხივი წარსულისას“ ფარგლებში გაიმართა ღონისძიება ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომელი თამთა ჯანხოთელი. მოსწავლეებმა გაიხსენეს ცნობები ნიკო მარის ბიოგრაფიიდან და მისი სამეცნიერო მოღვაწეობიდან. ამავე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს ნიკო მარზე, როგორც დიდ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეზე.
თსუ უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლას საჩუქრად უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები გადასცა, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორსა და მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.