4S-ის ტესტი თსუ სტუდენტებისთვის
11 დეკემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „უნარების განვითარების და შეფასების ცენტრის“ ორგანიზებით 4S-ის ტესტირება გაიარეს.
ტესტირებაში 66 სტუდენტი მონაწილეობდა. შედეგად, თსუ-ს 4 სტუდენტი „მაგისტრის“ კატეგორიაში მოხვდა. მათ შორისაა ნინო მესხიძე - 901 ქულით, რაც „ფორესის“ ტესტირების დროს დაფიქსირებული მეორე ყველაზე მაღალი შეფასებაა. 28 სტუდენტი „განსაკუთრებულად ნიჭიერთა“ კატეგორიაშია, ხოლო 25 სტუდენტი - “ ნიჭიერთა“ კატეგორიაში.
„უნარების განვითარების და შეფასების ცენტრის“ ინიციატივით, ამ სტუდენტთა რეზიუმეები და „ფორესის“ ქულა სისტემატურად გადაიგზავნება საქართველოში TOP დამსაქმებელ კომპანიებთან.
„ფორესი“ ქართულ ენაზე, ელექტრონული ტესტირების მეთოდით, სამუშაო უნარების გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის პირველი ქართულენოვანი ტესტირების სისტემა, რომელიც შემუშავებულია უცხოელი ექსპერტების მიერ და საშუალებას იძლევა შეფასდესპიროვნების უნარი 4 სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: მათემატიკა, ლოგიკა, სივრცული აღქმის და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ეს ოთხი უნარი ერთიანობაში გვაძლევს პიროვნების სამუშაო უნარის სრულყოფილად შეფასების საშუალებას.
”ფორესი” უნიფიცირებული და სტანდარტიზირებული პროდუქტია, რომლითაც წარმატებით ისარგებლებენ როგორც სამსახურის მაძიებლები ან კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, ასევე დამსაქმებლები.
ტესტი საშუალებას აძლევს სამსახურის მაძიებელ და კარიერული წინსვლით დაინტერესებულ პირს, შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, ხოლო დამქირავებელს ეხმარება კადრის შერჩევისას უფრო სწრაფი და ფაქტებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.