ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ლადო ჭანტურიას საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია

28 ივლისი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლადო ჭანტურიას საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. საიუბილეო გამოცემა დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიერ მომზადდა და ინსტიტუტის მესამე საიუბილეო კრებულია.
ლადო ჭანტურია დღეს საქართველოს ელჩია გერმანიაში. იგი არის ასოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა ნაწილი ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ბულგარულ ენებზე საზღვარგარეთ არის გამოქვეყნებული. არის მრავალენოვანი სამეცნიერო კრებულების რედაქტორი და თანაავტორი. დაჯილდოებულია გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, სახელმწიფოს წინაშე დამსახურების ჯვრით.

სხვა სტატიები »