ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მისია 2014 - სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში

16 აპრილი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში - „მისია 2014“ დაიწყო. კონკურსის პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ერეკლე გამყრელიძე დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ეს კონკურსი უნივერსიტეტისა და კერძო კომპანიების თანამშრომლობის მაგალითია. კონკურსის მიზანია კერძო სექტორისთვის მარკეტინგსა და პიარტექნოლოგიებში სტუდენტური, ახალი იდეების მიწოდება. თავის მხრივ, ეს კონკურსი ჩვენს სტუდენტებს ამ მიმართულებით გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავებას შეუწყობს ხელს. საპრიზო ფონდი, რომელიც ჩვენმა წლევანდელმა პარტნიორმა  კომპანია „სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტებმა“ დააწესა - 5 ათასი ლარი,  საკმაოდ სოლიდურია. დარწმუნებული ვარ, წელსაც დიდ დაინტერესებას გამოიჩენენ სტუდენტები, კონკურსი არანაკლებ წარმატებული იქნება და ჩვენი სტუდენტების იდეები „სანტესთვის“ საინტერესო იქნება“.

„ჩვენი კომპანიისთვის ძალიან სასიამოვნოა ამ პროექტში მონაწილეობა. ჩვენ დავინტერესდით და წინა წლებში კონკურსის პარტნიორი კომპანიები ძალიან კმაყოფილი არიან კონკურსის შედეგებით. ბიზნესსექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩარტულობა მარკეტინგისა და პიარის საკითხებში. ვიმედოვნებ, კონკურსი შედეგიანი იქნება ჩვენი კომპანიისთვის და სტუდენტებისთვისაც. ერთი შხედვით მარტივნა პროცესმა, შესაძლოაბიზნესის სფეროს საკმაოდ საინტერესო და საჭირო კადრები აღმოუჩინოს. დარწმუნებული ვარ, რომ კონკურსის საბოლოო პროდუქტი იქნება ხარისხიანი,“- აღნიშნა კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ერეკლე გამყრელიძემ.

თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში - “მისია“ უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. წელს კონკურსის პარტნიორია კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“.

კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.

კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ტურში მონაწილეები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დავალებას ასრულებენ, ხოლო მეორე ტურში პარტნიორი ბრენდის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები ხდებიან და კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიაზე მუშაობენ.

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ სამეულს პარტნიორი ბრენდი გადასცემს:
I ადგილი - 2500 ლარი
II ადგილი - 1500 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი
კონკურსი წელს მეოთხედ გამოცხადდა. სამი წლის განმავლობაში სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 150 გუნდმა მიიღო. კონკურსის პარტნიორი კომპანიები: „IDS ბორჯომი საქართველო“, „გეოპლანტი“ და „ნატახტარი“  იყვნენ.

კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/contestmission
სხვა სტატიები »