ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონის ვიზიტი თსუ-ში

1 აპრილი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი დევიდ ლიდინგტონი და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თსუ სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სტუმრებმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებზე, ინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტების მრავალფეროვანმა შეკთხვებმა, რომელიც ეხებოდა უკრაინის კრიზისს და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეტალურ საკითხებს.  ვიმედოვნებთ, რომ ასოცირების შეთანხმებას ივნისში მოეწერება ხელი, რაც იქნება საუკეთესო გერემოება იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მოხდეს“,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა.

„სტუდენტებთან შეხვედრაზე ჩვენ  ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე. ასევე განვიხილეთ ვითარება უკრაინაში რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ვიმსჯელეთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ნატოს მომავალ სამიტზე“- აღნიშნა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

თსუ რექტორის მოადგილის, პროფესორ ლევან ალექსიძის თქმით, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ვიზიტი გაიმართა. ვისაუბრეთ თუ რას მოგვიტანს ევროკავშირში ინტეგრაცია. ის ფაქტი, რომ  ასეთი რანგის სტუმრები ჩვენს უნივერსიტეტში მოდიან მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი აუდიტორია მათთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენი სტუდენტები სვამენ ისეთ კითხვებს, რომლებიც მათ აფიქრებს.

მოხსენების შემდეგ სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.
სხვა სტატიები »