ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ყაზახეთისთვის საქართველო ფანჯარაა ევროპაში“

20 მარტი, 2014
საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებზე ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ერმუხამეტ ერტისბაევმა.

ყაზახეთის ელჩმა თსუ-ში წაიკითხა  საჯარო ლექცია თემაზე:  „ყაზახეთის გზა-2050: საერთო მიზანი, საერთო ინტერესები, საერთო მომავალი“.  საჯარო ლექციას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ყაზახეთის ელჩი ერმუხამეტ ერტისბაევი უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ „ყაზახეთი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი, არამედ სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთი საქართველოს ეკონომიკაში აბანდებს ფულს, პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.“

„სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყაზახეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი მდიდარია წიაღისეულებით, გასასვლელი არსად გვაქვს: რუსეთით, ჩინეთით და მუსლიმური სამყაროთი ვართ გარშემორტყმული. ასე, რომ ბათუმის პორტი, რომელიც ყაზახურ კომპანიას 49 წლიანი იჯარით აქვს აღებული, ჩვენი ფანჯარაა ევროპაში“,- აღნიშნა ყაზახეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ერმუხამეტ ერტისბაევმა.

საჯარო ლექციის ბოლოს ყაზახეთის ელჩმა პასუხი გასცა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების კითხვებს.



სხვა სტატიები »