ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თურქული ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია თსუ-ში

19 მარტი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თურქული ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.    სახელმძღვანელოს ავტორები არიან თეონა აფხაზავა და ელისაბედ ბჟალავა.

თსუ პროფესორის ელისაბედ ბჟალავას განცხადებით, „აქამდე ძალიან ბევრი ფასდაუდებელი სახელმძღვანელო არის შექმნილი ქართველი თურქოლოგების მიერ, მაგრამ ისინი დღევანდელ სტანდარტებსა და მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. კერძოდ, ენის ევროპის საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, ენა ისწავლება კომპეტენციების მიხედვით;  ესენია: წერა, კითხვა და საუბარი. აქამდე არსებული სახელმძღვანელოები აკმაყოფილებდა მხოლოდ  ერთ რომელიმე კომპონენტს. ეს არის სახელმძღვანელო, სადაც ოთხივე კომპონენტი ერთად არის თავმოყრილი. ესენია: წიგნი, სამუშაო რვეული, ლექსიკონი და cd რომელიც გადის A2 დონეზე და ყველა ზემოთჩამოთვლილ კომპეტენციას აკმაყოფილებს. ანუ სტუდენტს ეხმარება იმაში, რომ  განუვითარდეს  როგორც ლაპარაკის, ასევე მოსმენის, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები.“

სახელმძღვანელო დაწერილია სპეციალურად ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის. თუმცა, წიგნით სარგებლობა შეუძლია თურქული ენის შესწავლით დაინტერესებულ ყველა პირს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სახელმძღვანელოს შექმნა არის პირველი ცდა.

სახელმძღვანელოში თურქული ენა სტუდენტს მიეწოდება ქართული ენის სპეციფიკის გათვალისწინებით და ამდენად, აიოლებს მის შესწავლას.  

სხვა სტატიები »