ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სიმბოლიკაზე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო იმუშავებს

18 მარტი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დროშისა და გერბის ესკიზების შესაქმნელად საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით თსუ-სა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ელდარ შენგელაიამ მოაწერეს ხელი.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენს უნივერსიტეტს ოფიციალურად დამტკიცებული სიმბოლიკა ექნება. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო დაგვეხმარება ამ საქმეში, შეიქმნება ესკიზები, რომლიდანაც შემდგომ საუკეთესოს საუნივერსიტეტო საზოგადოება შეარჩევს.“

„დიდი ხანია ჰერალდიკის სფეროში ურთიერთობა გვაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მემორანდუმის გაფორმებით ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება. ჩვენ ვიმუშავებთ უნივერსიტეტის ახალ დროშაზე, გერბზე. აუცილებელია შეიქმნას უნივერსიტეტის ჰიმნიც,“-აღნიშნა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ელდარ შენგელაიამ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთში გაცვლიან ინფორმაციას და საჭირო მასალებს, ყველა საინტერესო სიახლეს დროულად აცნობებენ ერთმანეთს.
სხვა სტატიები »