ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

პოლონელი სტუდენტების ვიზიტი თსუ-ში

18 მარტი, 2014
18 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონური უნივერსიტეტის - ევროკოლეჯის (ვარშავა) სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ეწვივნენ. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილი, თსუ სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა პოლონელი სტუმრებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია, რომელშიც ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა უპასუხა პოლონელი სტუდენტების კითხვებს.

ევროკოლეჯმა თსუ სტუდენტებისთვის დააწესა 10 სტიპენდია ეკონომიკის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტების ევროპათმცოდნეობის მიმართულებების სტუდენტებისთვის.
სხვა სტატიები »