ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ბაკურიანის ზამთრის სკოლა თემაზე: „ტრავმატიზმი"

10 მარტი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის,  EMSA TSU-ს, თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის და  საქართველოს ექიმთა ასოციაციის ორგანიზებით 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით ბაკურიანში გაიმართა ზამთრის სკოლა თემაზე: „ტრავმატიზმი". ზამთრის სკოლაში მედიცინის ფაკულტეტის 17-მა  სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც ნაშრომები ჟიურის წარუდგინეს.

სტუდენტებს ტრავმატიზმის აქტუალურ პრობლემებზე სემინარი ჩაუტარა  საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა  ლევან ნაჭყებიამ.

ზამთრის სკოლის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა  საქართველოში ტრავმატოლოგია-ორთოპედიის განვითარების ეტაპებისა და პერსპექტივის გარშემო.  დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც სტუდენტები ასევე ჟიურის წევრები.

ბაკურიანის ზამთრის სკოლაში მონაწილე სტუდენტებს  გადაეცემათ ბაკურიანის სკოლაში მონაწილეობის სერტიფიკატი. პროექტი, რომლის ავტორები არიან თსუ მედიცინის ფაკულტეტი, EMSA-TSU, თსუ-ის სტუდენტური თვითართველობა და  საქართველოს ექიმთა ასოციაცია,  მედიცინის ფაკულტეტმა დააფინანსა.

ზამთრის სკოლის  ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ  მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები: საქართველოს ექიმთა ასოციციის თავმჯდომარე, თსუ-ის პროფესორი გია ლობჟანიძე; მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ პროფესორი თამარ რუხაძე; საქართველოს ექიმთა ასოციაციის გენერალური მდივანი და მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ზაზა ხაჭიპერაძე და საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი  ლევან ნაჭყებია.  


სხვა სტატიები »