ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ნაძვის ხეების გამოფენა თსუ-ში

27 დეკემბერი, 2013
ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლების მიერ შექმნილი ნაძვის ხეების გამოფენა გაიმართა.  „თსუ ეკო კლუბი“ წიწვოვანი ხეების და განსაკუთრებით ნაძვების გადარჩენის მიზნით, აწარმოებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც გაიმართა  კონკურსი  „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“ სკოლის მოსაწავლეებისათვის. კონკურსის მთავარი პირობაა ნაძვის ხე დამზადებული იყოს  საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და ამით არანაირი ზიანი არ ადგებოდეს გარემოს.

თსუ პროფესორის გიორგი დვალაშვილის თქმით, „თსუ ეკო გლუბის ეგიდით წიწვოვანი ხეების გადასარჩენად უკვე 2 კვირაა  მიმდინარეობს აქცია. აქციის ფარგლებში ჩვენ უკვე გავმართეთ საინტერესო ღონისძიება ბორჯომში, სადაც მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაამზადებული ორიგინალური ნაშრომები წარმოადგინეს. აქციამ გარკვეულწილად უკვე დადებითი შედეგები გამოიღო, ეს ბავშვები ნაძვს აგარ მოჭრიან.“

„საახალწლოდ ნაძვების უკონტროლო ჭრა მიმდინარეობს და ამიტო ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ღონისძიებაა. ჩვენ  ნაძვის ხეები ნარჩენებისგან დავამზადეთ, რაც ძალიან მარტივი და ამასთანავე იაფია, ამისთვის  ჩვენ მხოლოდ  ფანტაზია და კრეტიულობა დაგვჭირდა’- განაცხადა კონკურსის „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“  ერთ-ერთმა მონაწილემ ელეონორა ჭყონიამ.

კონკურსის ყველა მონაწილე სიგელით დაჯილდოვდა, ხოლო გამარჯვებული  Facebook მოწონებებისა და ჟიურის საშუალებით გამოვლინდება.
სხვა სტატიები »