ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა

22 იანვარი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის საკონკურსო ნამუშევრები გამოიფინა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტემა მემორიალის შესაქმნელად კონკურსი 2013 წელს გამოაცხადა.

საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა  21 იანვარს გაიმართა. წარმოდგენილი 9 საკონკურსო ნამუშევრიდან კონკურსის შემდეგ ეტაპზე 7 ნამუშევარი გადავიდა, რომელთა ესკიზები გამოფენილია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, გამოფენა დაათვალიერონ 2014 წლის 3 თებერვლამდე.

კონკურში გამარჯვებული მემორიალი  თსუ პირველი კორპუსის ეზოში განთავსდება. 
სხვა სტატიები »