ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ისრაელის ელჩის საჯარო ლექცია: „ახლო აღმოსავლეთი, პოლიტიკური გამოწვევები, პრიორიტეტები და პერსპექტივები“

10 დეკემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ისრაელის ელჩმა  საქართველოში  იუვალ ფუქსმა წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი, პოლიტიკური გამოწვევები, პრიორიტეტები და პერსპექტივები“. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, ებრაისტიკის მიმართულების პროფესორები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორი ვლადიმერ პაპავა მიესალმა ისრაელის ელჩს და აღნიშნა, რომ „თსუ-ში ტრადიციად ჩამოყალიბდა საქართველოში აკრედიტებული ელჩების ვიზიტი, რომლის დროსაც ისინი წარმოადგენენ საკუთარ ქვეყანას, შეხედულებებს მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ისრაელის ელჩის საჯარო ლექცია ძალიან საინტერესო იყო, რადგან მან მიმოიხილა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია, ყურადღება გაამახვილა პრობლემურ საკითხებზე, ისაუბრა საქართველო-ისრაელის ურთიერთობებზე.“

„ისრაელი და, საერთოდ, ახლო აღმოსავლეთი რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი რეგიონია მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. რეგიონში მიმდინარე რევოლუციური ცვლილებები დიდ ზეგავლენას ახდენს საერთაშორისო ვითარებაზე,“-  აღნიშნა ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ ისრაელის ელჩმა სტუდენტთა და აკადემიური წრეების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.ღონისძიების შემდეგ თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ და ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში განთავსებული ებრაელი მხატვრის შაი გინოთის ფოტოგამოფენა „დასაწყისიდან“ დაათვალიერეს. ექსპოზიციაში წარმოდგენილი ფოტოების უმრავლესობა ფოტოგრაფირების საინტერესო ხერხით - ორმაგი ექსპოზიციითაა შესრულებული. 
სხვა სტატიები »