ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტური აქცია „მათ ჩვენი იმედი აქვთ“

29 ნოემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური აქცია „მათ ჩვენი იმედი აქვთ“  გაიმართა. აქციის ფარგლებში იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა შიდსის შესახებ ლექცია წაიკითხა. აქციის მსვლელობისას ყველა სტუდენტს საშუალება ჰქონდა  ჩათულიყო აქციაში და გამხდარიყო დონორი.

„თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა საკმაოდ კარგი ინიციატივა გამოიჩინეს და შიდსის დღესთან დაკავშირებით დონორები გახდნენ. შიდსის დღე პირველად აღინიშნა ესე მასშტაბურად უნივერსიტეტში და ვთვლი, რომ ეს ტრადიცია უნდა დამკვირდდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვფიქრობ, ეს ხვალინდელი დღისთის უფრო მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენი სურვილია, რომ სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც უფრო მეტად აქტიურად ჩაერთნენ აქციაში“, - განაცხადა თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ.

თსუ პროფესორის, ექიმი ინფექციონისტის ლალი შარბაძის  თქმით, "შიდსის დღე მსოფლიოში აღინიშნება და მისი მიზანი გახლავთ, გარკვეული სოლიდარობა გამოვხატოთ აივ ინფიცირებულების მიმართ და ადამიანებს გარკვეული ინფორმაცია მივაწოდოთ  ამ დაავადების შესახებ. სამწუხაროდ,  დღესდღეისობით ცოდნის დონე არ არის მაღალი აივ ინფექციის შესახებ, ამიტომ, საჭიროა მედიის საშუალებით და მარტივი კომუნიკაციებით ამ დაავადების ირგვლივ ინფორმაცია მივაწოდოთ ნებისმიერ პირს, სამედიცინო სფეროს და არა სამედინო სფეროს წარმომადგენლებს,  თუ რა არის ეს დაავადება და როგორ გადაეცემა. რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ექნება შემდგომშიც ზოგადად ამ ვირუსისგან თავის დაცვის თვალსაზრისით“.

სტუდენტური აქცია 1 დეკემბერს - შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. შიდსმა 1981 წლიდან მსოფლიოში 30 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველი და დესტრუქციული ეპიდემიის სახელით შევიდა. ბოლო დროს, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში,შიდსით ინფიცირების შემთხვევების მატება შეინიშნება.
სხვა სტატიები »