ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

აკაკი ლაბარტყავას წიგნის პრეზენტაცია

8 ნოემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის - აკაკი ლაბარტყავას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული წიგნის „მამულიშვილი, პედაგოგი, მეცნიერი“ პრეზენტაცია 8 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებას აკაკი ლაბარტყავას სტუდენტები - თსუ პროფესორები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების,  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აკაკი ლაბარტყავამ მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს და აღნიშნა: „ ბედნიერი ვარ, რომ  80 წლის იუბილეზე წიგნი გამოვიდა, რომელიც სასარგებლო იქნება არა მხოლოდ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, არამედ რიგითი მკითხველისთვის.“

„თსუ იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით ღვაწლმოსილი პედაგოგის აკაკი ლაბარტყავას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში შესულია სამართლის სხვადასხვა სფეროებიდან გამოჩენილი ქართველი პროფესორების სამეცნიერო ნაშრომები,“- აღნიშნა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა.
სხვა სტატიები »