ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ERASMUS MUNDUS-ის ახალი პროექტის EMBER -ის პრეზენტაცია

10 ოქტომბერი, 2013
10 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS MUNDUS-ის ახალი პროექტის EMBER-ის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის კოორდინატორი სევილიის უნივერსიტეტის (ესპანეთი), ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოსა და 20 პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები. თსუ-მ შეხვედრას უმასპინძლა როგორც პროექტის თანაკოორდინატორმა უნივერსიტეტმა.

„თსუ ჩართულია ERASMUS MUNDUS-ის პროექტში, რაც ნიშნავს ჩვენი სტუდენტების, მკვლევრებისა, პროფესორებისა და პერსონალის მობილობას, ეს საშუალებას აძლევს ჩვენს თანამშრომელებს აიმაღლონ კვალიფიკაცია ევროპის წამყვან უნივერსიტეტბში.  პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მის უკან დგას ევროკავშირი“,- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

სევილიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის სანტიაგო მელკონის თქმით, „ეს პროექტი  შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, უკრაინისა და მოლდოვის უნივერსიტეტის სტუდენტებს გაატარონ სწავლის გარკვეული პერიოდი ევროპულ უნივერსიტეტებში. პროექტის ფარგლებში  სულ 148 სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას, ეს არის ძალიან კარგი ინვესტიცია, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს  ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ახალგაზრდების დასახმარებლად“.

ERASMUS MUNDUS-ი თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამაა, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გამყარება ევროკავშირის ქვეყნების უნივერსტეტებსა და სამხრეთ კავკასიის უნივერსტეტებს შორის. პროგრამა საშუალებას აძლევს ყველა საფეხურის სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და უნივერსიტეტის აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს აიმაღლონ ლინგვისტური, კულტურული და საგანმანათლებლო გამოცდილება ევროპაში აკადემიური სწავლით.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ERASMUS MUNDUS-ის პროექტებში 2007 წლიდან ჩაერთო. ამ ხნის განმავლობაში საგანმათლებლო-გაცვლით პროგრამაში უკვე 200-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები »